თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლში თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, ისინი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არიან მოკლულები.
სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. მათ კი პოლიციასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.
‘’ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. ველოდებით ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შედეგებსა და ოფიციალურ შეტყობინებას’’ - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.