ე.წ-ლი ჭაობის დასახლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ლუკა ასათიანის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები ქუჩის ბოლო მონაკვეთზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე გამოცვლილია სანიაღვრე სისტემა და მოწყობილია ბორდიურები. ასფალტის საფარის დაგების პარალელურად გრძელდება ტროტუარებზე დეკორატიული ფილების მონტაჟი. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 79 ათას 440 ლარია.. სამუშაოები დრეს ქალაქის მერმა დაათვალიერა.