ინდურმა კინოფესტივალმა "Indywood Film Carnival"-მა საქართველო კინოტურიზმის კატეგორიაში საუკეთესო ქვეყანად დაასახელა.
ქვეყანაში გასულ წელს ბოლივუდმა რამდენიმე პროექტი განახორციელა.
საქართველოში კინოტურიზმის ხელშეწყობისთვის 2 წელია ხორციელდება სახელმწიფო პროექტი "გადაიღე საქართველოში".
ეკონომიკის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებთან მხარდაჭერით, პროექტს საქართველოს ეროვნული კინოსტუდიის ახორციელებს.
პროგრამა ფილმის პროდიუსერებს საინტერესო ბუნებრივ ლანდშაფტებსა და გადასაღები მოედნების გარდა საბიუჯეტო შეღავათებს თავაზობს.
კინოწარმოების დროს ქვეყანაში დახარჯული თანხის 25% , სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უბრუნებს კომპანიას.
კინოსტუდიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორ წელში, ამ პროექტის ფარგლებში, 9 კინოპროექტი განხორციელდა, შედეგად ქვეყანაში 15 მილიონი ლარი შემოვიდა.