ქობულეთში 5000 აბონენტს გაზი გაეთიშება

13 დეკემბერი 2017, 00:00 6229 ნახვა

„სოკარ ჯორჯია გაზი“-ს აჭარის რეგიონალური ოფისის განცხადებით, 16 დეკემბერს, ბუნებირვი გაზის მიწოდება ქობულეთში 5000 აბონენტს შეუწყდება.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება დილის 10 საათიდან შეიზღუდება და 24 საათი გასტანს.  აბონენტების გათიშვა ქობულეთში გაზსადენის მილის გადაერთების სამუშაოებს უკავშირდება.  გაზმომარაგება, ეტაპობრივად, 17 დეკემბერს, დილის 10 საათიდან განახლდება.

კომპანია აფრთხილებს გაზის მომხმარებლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გაზის დანადგარებს და ჩაკეტონ ონკანები.
შ.პ.ს. „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს აჭარის რეგიონალური ოფისი ბოდიშს უხდის ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი