რამდენიმე დღეში ბათუმის საკრებულოში 4 ახალი პეტიციის ინიცირება იგეგმება. ინიციატორები ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. ისაუბრეს ამ მიმართულებით არსებულ პრაქტიკაზე, გამოკვეთილ ხარვეზებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე. პეტიციები სხვადასხვა საკითხს ეხება, მათ შორის: ინკლუზიური თეატრის შექმნას, არამუნიციპალური ველოსიპედების სადგომის გამოყოფას.