მიხეილ სააკაშვილი პეჩორის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა. მოსამართლე ლარისა ცოკოლმა პარტიის ,,ახალი ძალების მოძრაობა" ლიდერის 2 თვიან შინაპატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა არ მიიღო. როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ''აისიტივის'' ეთერში განაცხადა, ბრალდების მხარე პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამისთვის 5-დღიანი ვადაა აქვთ.
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა სასამართლო სხდომაზე საკუთარ თავს ოლიგარქისა და ვლადიმერ პუტინის სამხედრო ტყვე უწოდა. მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის განცხადებით, მათ პოლიტიკოსის თანამოაზრის სევერიან დანგაძის დაკავება გაასაჩივრეს და დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილის გათავისუფლების შემდეგ დანგაძესთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 8 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.