პრეზიდენტი: ''მანდატურის სამსახური სკოლაში სამართალდამცავი ვერ იქნება''

11 დეკემბერი 2017, 00:00 2815 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერს და განათლების მინისტრს სკოლის რეფორმირებისაკენ მოუწოდა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში, თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, სკოლაში აგრესიის დაძლევაში გარდატეხის შეტანა მხოლოდ მასწავლებლებს შეუძლიათ, ამისათვის საჭიროა მათი გაძლიერება და ავტორიტეტის ამაღლება. ასევე მისი თქმით, მანდატურის სამსახური სკოლაში სამართალდამცავი ვერ იქნება. 

ამავე კატეგორიაში