ქართველ მუსლიმთა სამმართველო მუჰამედ შუამავალის იუბილეს აღნიშნავს. მუსლიმი მრევლი ბათუმის ხელოვნების ცენტრში შეიკრიბა და დღესასწაული აღნიშნა. ღონისძიებაზე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2017 წლის ანგარიში წარმოადგინეს.
მუსლიმთა წმინდა წიგნის ყურანის თანახმად მუჰამედი ღმერთმა 40 წლის ასაკში მუსლიმებს შუამავლად მოუვლინა. მუჰამედის დაბადებიდან 1447 წელია გასული.