რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

26 ივნისი 2016, 00:00 3801 ნახვა

რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 27, 28, 29 და 30 ივნისს, ღამის 12-დან დილის 7 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. მოძრაობა რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე გადაერთვება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი