ბრძოლა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის

10 დეკემბერი 2017, 00:00 2102 ნახვა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი, სავარაუდოდ, დღეს შედგება და გახდება ცნობილი დაინიშნება თუ არა მეორე ტური. თუკი არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო, მასში მონაწილეობას დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია მიიღებენ. არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო ხმები ვერცერთმა კანდიდატმა დააგროვა.

ხმის მიცემის პროცესში სულ 2324-მა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა, მათგან ყველაზე მეტი, 1128 ხმა დავით ასათიანს ერგო, თუმცა გამარჯვებისთვის და ხმათა 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ლევან ჯანაშიას, მას 632-მა კოლეგამ მისცა ხმა. დანარჩენი ხმები კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა: დავით ებრალიძე – 31, დავით ლანჩავა – 160, ირმა ჭკადუა – 53, გრიგოლ გაგნიძე – 3, ვასილ ოსეფაშვილი – 3, ელგუჯა ჩხაიძე – 3, ვაჟა ჯაოშვილი – 2, იასონ ბესელია – 10, ონისე მარგიანი – 2 და ალექსი კობაიძე – 1 ხმა. რვა წლის განმავლობაში, ადვოკატთა ასოციაციას ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი