მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა

10 დეკემბერი 2017, 00:00 3811 ნახვა

დეკემბრის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. იმის გამო, რომ მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა რაოდენობა დიდია სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა გაიზარდა. თბილისის  და რუსთავის ფილიალები  09:30 საათიდან 22:00 საათამდე მუშაობენ, ხოლო ხვალიდან საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ რეგიონის ფილიალები ხოლო კვირა დღეს -10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

შეგახსენებთ 2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.

ამავე კატეგორიაში