შეზღუდვები წყალმომარაგებაში

09 დეკემბერი 2017, 00:00 2129 ნახვა

„ბათუმი წყალის“ კონტრაქტორი კომპანია ჩაისუბნის რეაბილიტირებული წყალმომარაგების მილის და სალიბაურის წყლის სამარაგო რეზერვუარის მილების დაერთების სამუშაოების შესრულებას გეგმავს. რის გამოც დღეს, 20:00 საათიდან, ხვალ დილით 05:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ე.წ ბარცხანის დასახლებას. მერკვილაძის, კანდელაკის და მაქაცარიას ქუჩებს.

ასევე, ბაქოს ქუჩას: იმედაშვილიდან შავშეთამდე. კომპანია “ბათუმის წყლის განცხადებით” მოსული უხვი ნალექის გამო, წყალმომარაგების მიწოდება შეზღუდული იყო ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობებიდან. 8 დეკემბერს დღის განმავლობაში წყალი არ მიწოდებოდა ჩაქვის, ბარცხანის, ბონის და გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. აბონენტებისთვის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა გუშინ ღამითვე აღმოიფხვრა და „ბათუმი წყალის“ ყველა აბონენტს ხარვეზების გარეშე მიეწოდება სასმელი წყალი. 

ამავე კატეგორიაში