ბაქარ ჩერქეზიშვილის “აპოლო ჯავახეთი”, მერი შიხაშვილის “ კოცნა მხოლოდ კინოშია” და სალომე ჯაშის “ ნახევრად შეჭმული ძროხა”. ბათუმში დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა. სამი რეჟისორის ნამუშევარს ერთი თემატიკა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა აერთიანებს.
ფილმები ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. გმირები კი მოზარდები არიან, რომლებიც თავის გატანისა და გადარჩენისთვის იძულებულები არიან იშრომონ დაუღალავად ან გათხოვდნენ ნაადრევად. მათ ამის გამო სკოლაში სიარულისთვის და სწავლისთვის დრო თითქმის არ რჩებათ. ფილმის ჩვენება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მაყურებლებმა მათ შორის მოსწავლეებმა და უმცირესობების წარმომადგენლებმა ფილმში გადმოცემულ პრობლემებზე იმსჯელეს.