,,ლიდერ გოგონათა ბანაკის’’ წევრებს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების კაპიტანი და ნასას ყოფილი ასტრონავტი შეხვდა. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ,,ამერიკულ კუთხეში’’- ჰაიდი ფაიფერმა მის ცხოვრებასა და კარიერულ მიღწევებზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა , თუ რა გზის გავლა უწევს ქალს წარმატებისა და თანასწორობის მისაღწევად, რა პრობლემები ხვდება და როგორ უნდა გადაჭრა ისინი. ახალგაზრდებს კაპიტანმა არაერთი რჩევაც მისცა. ამერიკელი ასტრონავტი ქალი 5 კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრი იყო, ნასაში მუშაობის დროს რამდენიმე კოსმოსურ მისიაში მონაწილეობდა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.