ორ საათზე მეტხანს იყო გაჩერებული რიკოთზე ბათუმი-თბილისის მატარებელი. „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მატარებლის გაჩერების მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები იყო დაწესებული.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტითა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ამ დროისთვის რამდენიმე მიმართულებით შეზღუდვები მოხსნილია.