უჩა ნანუაშვილს ომბუდსმენის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. სახალხო დამცველად ნანუაშვილი 2012 წლის 7 დეკემბერს დაინიშნა. ახალი ომბუდსმენი პარლამენტმა წინა კვირას აირჩია. ნინო ლომჯარიას კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მისი კანდიდატურა მმართველმა გუნდმა წარადგინა.