სახალხო დამცველის განცხადება

03 დეკემბერი 2017, 00:00 1947 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. "ყოველწლიურად, ამ დღის აღნიშვნა სხვადასხვა თემას უკავშირდება. მიმდინარე წლის თემაა „ცვლილებები მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში სრული და ეფექტური მონაწილეობა გამოწვევას წარმოადგენს მრავალი პრობლემური საკითხის გამო, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას.

მათ შორის, შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია – რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, სოციალური დაცვის უფლებების სათანადოდ რეალიზება. ქვეყანაში შეფერხებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელის დანერგვის პროცესი."- ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი