კორექტირებული ბიუჯეტი

03 დეკემბერი 2017, 00:00 1892 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში 2018 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უკვე შევიდა. წინა რედაქციასთან შედარებით ბიუჯეტი 56 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ჯამში ბიუჯეტი 12 მილიარდ ლარზე მეტი არის. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტში ჯერჯერობით არ არის ასახული სამთავრობო ცვლილებები, ოპტიმიზაციის საკითხები.

დამატებითი შესწორება ბიუჯეტში მას შემდეგ შევა, რაც მთავრობა რესტრუქტურიზაციის შესახებ სრულ დოკუმენტს დადებს. გუშინ კი პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდას. თანხების უმეტესობა ინფრასტრუქტურას და სოფლის მეურნეობას მოხმარდება. თანხის ნაწილის  მიმდინარე თვიდან მომდევნო წელსაც გადავა. მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მსჯელობა, სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან, კომიტეტებში დაიწყება. დეკემბრის ბოლოს კი მომავალი წლის ბიუჯეტს პარლამენტი დაამტკიცებს.

ამავე კატეგორიაში