ბათუმის ცენტრში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

27 ნოემბერი 2017, 00:00 20924 ნახვა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში,  ერთმანეთს სამგზავრო სამარშუტო ტაქსი, და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.  თვითმხილველები ყვებიან, რომ ავტომანქანა ჯერ   ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი სხვა ავტომანქანებს შეეჯახა. დაშავებულია სამი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი ტრავმული შოკით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენი ორი კი სხვადასხვა კლინიკაში.  

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს  პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლის 1 ნაწილით აღიძრა, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში