ბათუმის მერიის 2018 წლის ბიუჯეტში სკვერების მოწყობისა და რეაბილიტაციის კუთხით 0 ლარია გათვალისწინებული, ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ავრცელებს.
ნათია აფხაზავა აცხადებს, რომ ქალაქში, სადაც არსებობს უბნები მწვანე საფარისა და პარკების გარეშე, მერიის გადაწყვეტილება მიუღებელია.
"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მომდევნო წელს, მერიის ბიუჯეტში 0 ლარია გათვალისწინებული სკვერების მოწყობისა და რეაბილიტაციის კუთხით. ეს მაშინ, როცა ბათუმში არსებობს უბნები, სადაც საერთოდ არ არსებობს ასეთი ადგილები, არ არსებობს მწვანე სივრცეები, დასასვენებელი პარკები" - აცხადებს აფხაზავა.
ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ასიგნებებს ელოდებიან და 2018 წლის ბოლომდე, შესაძლებელია, გარკვეული სკვერების მოწესრიგება.