''ეს ოჯახი წლებია აქ ცხოვრობს'' - თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

22 ნოემბერი 2017, 00:00 2521 ნახვა

"ოჯახები გააფრთხილეს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ. სროლის ხმა ისმოდა, კორპუსის კედლებია დაზიანებული, სადაც ეს პირები ცხოვრობდნენ. პანკისიდან არიან მგონი, დიდი ხანია აქ ცხოვრობენ, უკვე წლებია, პატარა ბავშვები ჰყავთ" - ინფორმაცია პირდაპირ ეთერში სპეცოპერაციის ტერიტორიაზე მცხოვრებელმა გაავრცელა.

თვითმხილველი იმ ოჯახზე საუბრობდა, რომლის სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს  და სადაც სამართალდამცავები სავარაუდოდ, ტერორიზმში ბრალდებულების დაკავებას ცდილობენ. 

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ოპერაციას კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს, სამართალდამცველებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნა.  ორმხრივი სროლა და აფეთქების შესახებ საუბრობენ მეზობლები, რომლებიც სპეცოპერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, ამ დროისთვის უცნობია, უშუალოდ ტერიტორიაზე რა ხდება ინფორმაცია არ ვრცელდება, გადაკეტილია ტერიტორია. ჟურნალისტები სპეცოპერაციის ადგილზე ვერ შედიან .

გავრცელდა ინფორმაცია დაჭრილის თაობაზე, თუმცა ინფორმაცია არ დასტურდება. 

სპეცოპერაცია გუშინ დაიწყო, ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ამავე კატეგორიაში