აჭარის მაუწყებელი - ერთად დავეხმაროთ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს

21 ნოემბერი 2017, 00:00 5659 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საიუბილეო თარიღს საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნავს, კონცერტიდან შემოსული თანხა კი "ბერი ანდრიას ფონდს" გადაეცემა.

 "ბერი ანდრიას ფონდი"  7 წელია სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავს. პატარა კერძოს სახლში, სადაც ფონდია განთავსებული, მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვები და მოზარდები იკრიბებიან. ხშირად ამ სახლში რეგიონიდან ჩასულ პატარებს შეხვდებით, რომლებსაც თბილისში დასარჩენი არ აქვთ.  სიმსივნით დაავადებული მოზარდები აქ მანამ რჩებიან, ვიდრე კვლევეს იტარებენ, რეაბილიტაციის პროცესს გადიან ან მკურნალობენ.

ზოგ შემთხვევებში, როცა დიაგნოზი რთულდება, ფონდი ბავშვების ქიმიოთერაპიისა და მკურნალობის ხარჯებსაც უფინანსებს. კონკრეტულად კი თანხის იმ ნაწილს (30%), რომელსაც საყოველთაო დაზღვევით სახელმწიფო არ ანაზღაურებს (საყოვეთაო დაზღვევით ამ ტიპის მკურნალობა 70% ფინანასდება).  

"ბერი ანდრიას ფონდს" ფინანსები ბავშვების კვებაზე, მედიკამენტებისა თუ მათ ყოველდღიურ ცხოვრების ხარჯებისთვისაც ესაჭიროება. ფუნქციონირებისთვის ფონდს, ყოველთვიურად, სოლიდური თანხა 27 ათასი ლარი  სჭირდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სურვილია,  საიუბილეო თარიღის საქველმოქმედო კონცერტით აღნიშვნით, საზოგადოებას მისცეს საშუალება ქველმოქმედებაში ჩაერთოს და  ფონდის ბავშვებს ერთი თვის ხარჯი დაუფაროს. 

სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, ბათუმელებს, ქართველი არტისტების კონცერტზე  23 ნოემბერს  ვიწვევთ.   

კონცერტში მონაწილეობენ:

ნიკოლოზ რაჭველი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა, ნინო ქათამაძე, ზვიად ბოლქვაძე, ეკა მამალაძე, ვაჟა ტუღუში, სოფო ხალვაში,  ნიკო ბერიძე. 


23 ნოემბერი, დასაწყისი 19:00 
ბათუმის მუსიკალური ცენტრი
ბილეთის ფასი: 10  | 577 22 26 13

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი