მცირეწლოვანს მანქანა დაეჯახა

18 ნოემბერი 2017, 00:00 7013 ნახვა

ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, დედას ბავშვი გზაზე გადაჰყავდა, რა დროსაც მას ბავშვი გაუსხლტა და ქუჩაზე  გადაირბინა. არასრულწლოვანს  ბათუმის  დედათა და ბავშვთა  სამედიცინო ცენტრში  გამოკვლევები უტარდება.  მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მას  ჩაუტარდა ექოსკოპიური კვლევა და მოტეხილობები არ აღენიშნება.   ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების  ექსპლუატაციის  წესის   დარღვევას გულისხმობს. რამაც  გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში