საქართველოში ბოლო 10 წელია უფრო მეტი ვაჟი იბადება, ვიდრე ქალი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, 2017 წლის მონაცემების თანახმად, 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ვაჟი ჭარბობს. თითქმის იდენტურია მდგომარეობა ამ მხრივ რეგიონში.
ირკვევა, რომ სელექციური აბორტი კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. კანონში ვკითხულობთ, რომ თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელსაც საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ადგენს. სოციალური ჩვენებები კი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.