საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 5 წლიანი მუშაობა შეაჯამა

23 ივნისი 2016, 00:00 4496 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ხუთწლიანი მუშაობა შეაჯამა. სააგენტოს ხელმძვანელი მთავარ მიღწევად ქართული დროშის შავი სიიდან ამოღებას ასახლებს, რაც საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, სერვისების დახვეწას და აუდიტორული შემოწმების წარმატებით გავლას მოჰყვა. მამუკა ახალაძის განცხადებით, მეზღვაურთა დიპლომების საერთაშორისო დონეზე აღიარებამ ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალი შანსი მისცა,  სააგენტოსთვის  პრიორიტეტად რჩება  მეზღვაურთა განათლების ხარისხის და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.  მონიტორინგი უცხოელი ექპერტების მეშვეობით ტარდება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მეზღვაურთა სანდოობა დამსაქმებლების მხრიდან.   სააგენტოს სამომავლო გეგმებში შედის ქართული დროშით მცურავი გემების რაოდენობის გაზრდა და საერთაშორისო ნაოსნობაში მყოფი იახტების მოზიდვა. სექტემბერში კი საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტო  ბათუმში  პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, საერთაშორისო საზღვაო გამოფენას უმასპინძლებს.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი