ანაკლიის განვითარების კონსოლციუმის წარმომადგენლები ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზაზე თანამშრომლების გადამზადებას გეგმავენ. ამის შესახებ დღეს ბათუმში გამართული შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.
საზღვაო აკადემიაში ანაკლიის პორტში მომუშავე ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი მათთვის აკადემიაში არსებული ტექნიკური ბაზის გაცნობაა. შეხვედრისას მხარეებმა აკადემიის სტუდენტების პორტში შესაძლო დასაქმებაზეც ისაუბრეს.