ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ იალჩინში 10 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. გათავისუფლებულებისთვის გადაწყვეტილების მოტივი უცნობია და კუთვნილ ხელფას ითხოვენ.
სავაჭრო ცენტრის იურისტი ბარალდებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ ხელფასები დრულად გაიცა. დავით მესხიძე ყოფილ თანამშორმლებს სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს. ფაქტის შესახებ სამსახურიდან გათავსიუფლებულებმა აჭარის პროფკავშირებსაც აცნობეს. აქ ფაქტს ადამიანის უფლებების ხელყოფად აფასებენ.