სამსახურიდან გათავისუფლებულთა პროტესტი

17 ნოემბერი 2017, 00:00 7641 ნახვა

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ იალჩინში 10  თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ არ აუღიათ ხელფასი და მათთვის გათავისუფლების მოტივი უცნობია.

აჭარის პროფკავშირებში ფაქტს ადამიანის უფლებების უხეშ ხელყოფად აფასებენ. ჩვენ დავუკავშირდით სავაჭრო ცენტრის მენეჯერს, რომელმაც იურისტთან გადაგვამისამართა. იურისტი ბრალდებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ  ამ დრომდე არც ერთ თანამშრომელს მისთვის არ მიუმართავს. სატელევიზიო კომენტარს მომდევნო საინფორმაციო  გამოშვებაში შემოგთავაზებთ. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში