საბერძნეთში მსხვერპლი გაიზარდა

17 ნოემბერი 2017, 00:00 2407 ნახვა

საბერძნეთში სტიქიის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 50-ს მიაღწია. “ბიბისის” ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ საბერძნეთის ქალაქები მანდრა და ნეა პერამოსი დააზარალა.
 

მაშველები რამდენიმე დღეა 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში დახმარების თხოვნით 200-ზე მეტი ზარი შევიდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი