კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებელის შესახებ

15 ნოემბერი 2017, 00:00 2647 ნახვა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “საბიუჯეტო კოდექსსა“ და “ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ინიციატორებმა უკან გაითხოვეს. საუბარია ცვლილებებზე, რომლის თანახმად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ნებისმიერი სიახლის, ინოვაციის შესახებ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, მისი ეთერში გასვლამდე საჯარო არ იქნება და მასზე “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მესამე თავი არ გავრცელდება, ხოლო ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი იღებს. რაც შეეხება “საბიუჯეტო კოდექსთან“ დაკავშირებულ ცვლილებებს, პროექტის თანახმად, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, როგორც განსაკუთრებული ტიპის ორგანიზაციაზე საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის საბიუჯეტო პროცესის მართვისა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი