ქვეყანაში გატარებული რეფორმები, წინასაარჩევნო გარემო და განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები- ამ თემებზე გამახვილდება ყურადღება დღეს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტზე. საქართველო ევროპის საბჭოს შუალედურ შეფასებას ელოდება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ანგარიშში საუბარი არ არის პოლიტიკურ დევნასა და მედიაზე. ოპოზიცია კი მომხსენებლებისგან, რომლებიც საქართველოში მაისში იმყოფებოდნენ, კრიტიკულ შესაფებებს ელოდებიან. მონიტორინგის კომიტეტის სხდომა დღის ორ საათზეა ჩანიშნული.