მხატვარ ლევან ურუშაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა აჭარის ხელოვნების მუზეუმში

09 ნოემბერი 2017, 00:00 2679 ნახვა

მხატვარ ლევან ურუშაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა აჭარის ხელოვნების მუზეუმში. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ხელოვანის მიერ ბოლო წლებში შექმნილი ტილოები. მხატვარი 25 წლის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა, ჰქონდა გამოფენები შეერთებულ შტატებსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში. ბათუმისთვის ეს მისი პირველი საპრეზენტაციო გამოფენაა.

ხელოვნების მუზეუმში 27 ტილოსთან ერთად წარმოდგენილია მხატვრის ინსტალაციაც ''სიცოცხლის დაბადება''. აბსტრაქტული ფერწერის ჟანრში გადაწყვეტილი ნამუშევრები კონკრეტული სათაურის და ეტიკეტის გარეშეა წარმოდგენილი, ნახატების შინაარსის აღქმა კი დამთვალიერებლის ინტერპეტაციაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, გამოფენას სიმბოლური სახელწოდება აქვს _ ''ინტერპრეტაცია''. ხელოვნების მუზეუმში ექსპოზიცია დღეს გაიხსნა. ლევან ურუშაძის კოლექცია ბათუმში 25 ნოემბრამდე დარჩება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი