"ქართული პოლიტიკა გლობალურ კონტექსტში" - აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ირაკლი ტაბლიაშვილის გადაცემა იწყება

08 ნოემბერი 2017, 00:00 4061 ნახვა

ქართული პოლიტიკა გლობალურ კონტექსტში და მსოფლიო პოლიტიკის გავლენა საქართველოზე - აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი ირაკლი ტაბლიაშვილის გადაცემა "კონტექსტს" იწყებს.

გადაცემაში, რომელიც15 ნოემბრიდან დაიწყება და ყოველ ოთხშაბათს გავა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რუსულ პროპაგანდასა და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრებენ.

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ამბობს, რომ ქართულ მედიასივრცეში ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე მედია ნაკლებად საუბრობს.

"რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ ქართული მედია უნდა საუბრობდეს აქტიურად. უნდა უთმობდეს ჯეროვან ყურადღებას იმ აგრესიას, რომელიც მოდის პროპაგანდის სახით რუსეთის მხრიდან" - ამბობს ტაბლიაშვილი. კვლევები ცხადყოფს, რომ ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში ნაკლებად გვხდება პრორუსული პროპაგანდა, ძირითადად, უფრო ანტიდასავლური აქცენტებია საქართველოსთვის დამახასიათებელი: "ეს იმით აიხსნება, რომ რუსულენოვანი მოქალაქეები საქართველოს მოსახლეობის სულ პროცენტ- ნახევარს შეადგენენ. გაცილებით დიდი, 25-27 პროცენტია ეთნიკურად რუსი მოქალაქეები ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაში, ამიტომ იქ უფრო პრორუსული აქცენტები კეთდება. ჩვენთან კი, ჩრდილოელი მეზობელი ცდილობს ჩააქროს ენთუზიაზმი და მისწრაფება ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი. დასავლეთი ცუდია, ჩვენი ადგილი არ არის ევროპაში, ჩვენ არ შეგვიძლია ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, ჰომოფობები და ქსენოფობები ვართ, ევროპა არ მიგვიღებს და ა.შ. ეს ერთგვარი ზეწოლაა საქართველოს მოქალაქეებზე," - ამბობს ტაბლიაშვილი.

გადაცემაში დიდი დრო დაეთმობა მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების ანალიზს და ამ პროცესების შესაძლო გავლენებს საქართველოზე. ირაკლი ტაბლიაშილის თქმით, ისაუბრებენ ევროატლანტიკურ გზაზე, თავისუფლების დაცვის ვალდებულებაზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და იმ ვითარებაზე, რომელიც საქართველოში, რეგიონსა და სამყაროშია შექმნილი.

ამავე კატეგორიაში