დარბეული სტუდენტები, სპეცრაზმის მიერ ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით ჩაშლილი სასწავლო პროცესი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 8 ნოემბრის მოვლენებიდან 10 წელი გავიდა. საქმეზე გამოძიება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 10 წლის შემდეგ მოვლენებს იხსენებენ უნივერსიტეტის თანამშრომლები და ყოფილი სტუდენტები.