ნარკოტიკების მომხმარებლები შესაძლოა მომავალში სისხლის სამართლის პასუხისგებაში აღარ მიეცენ - ეს არის ძირითადი არსი ცვლილებისა რომელიც კანონში უნდა შევიდეს. ცვლილებების თანახმად ნარკოდამოკიდებულ პირებს უმკურნალებენ. თუმცა ეს არ შეეხებათ ნარკორიალიზატორებს.
კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა და განხილვები მომავალი კვირიდან დაიწყება. რეფორმაზე დღეს გაფართოებულ ფორმატში მსჯელობენ.