საბაგირო და სასტუმრო კომპლექსი

07 ნოემბერი 2017, 00:00 2449 ნახვა

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიან სამკურნალო -გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექს აშენებს. საბაგიროს რომელიც ბოლო 25 წელია უფუნქციოდაა დარჩენილი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. იგი მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს დააკავშირებს.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი ინვესტიცია რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს გაზრდის. მისივე თქმით, დაგეგმილია 110 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება. მოეწყობა სხვა დასასვენებელი ობიექტებიც. აჭარის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მწვანე კონცხის პლაჟი არ გასხვისებულა და კომპანიისთვის არც დროებით სარგებლობაში გადაუციათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი