ბათუმის ბიუჯეტის პროექტი

07 ნოემბერი 2017, 00:00 3489 ნახვა

18 მილიონით ნაკლები ლარი ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტს. 2018 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ამჯერად 146 მლნ 121 ათასი ლარი იქნება. მერიაში ელოდებიან, რომ 2018 წლის ბოლომდე, პარამეტრები სხვდასხვა ფონდიდან მიღებული თანხების შედეგად გაიზრდება. ბიუჯეტის 55 % ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. განათლებაზე- 14 მილიონი, კულტურაზე -13, ამდენივე  ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდება

. ისევ იგეგმება “იაფი სახლის” პროგრამის განხორციელება,  რომლისთვისაც მილიონ 300 ათასი ლარი  დაიხარჯება და ჯავახიშვილის ქუჩაზე ორი კორპუსი აშენდება. უახლოეს პერიოდში ელექტრო ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდება, მომავალი წლის ბიუჯეტის სახალხო განხილვა ხვალიდან იწყება. ფინანსური დოკუმენტი ბათუმის საკრებულოში 15 ნოემბრამდე შევა და განხილვის შემდეგ შენიშვნებით მერიას უკან დაუბრუნდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი