23 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცათ

06 ნოემბერი 2017, 00:00 3699 ნახვა

დღეს  23 ეკომიგრანტ ოჯახს, ოთხ, სამ და 2-ოთახიანი ბინები ურეხის სოციალურ სახლში გადასცეს. სტიქიის შედეგად დაზარალებული ხელვაჩაურელი მოქალაქეები საცხოვრებელ ფართს რამდენიმე წელია ელოდნენ. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, სახლის ასაგებად, მილიონ 432 ათას 786 ლარი დაიხარჯა. ხელვაჩაურში, საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, კიდევ 28 ოჯახი ელოდება.  მათთვის კიდევ ერთ  სოციალურ სახლს ააშენებენ.

ეკომიგრანტების განცხადებები სპეციალურმა კომისიამ განიხილა, რომელიც აჭარის მთავრობის, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. 2016 წელს ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში, 2 სოციალური სახლი აიგო, სადაც ბინა 50 ეკომიგრანტს გადაეცა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში