ცესკოს შემადგენლობა იცვლება

06 ნოემბერი 2017, 00:00 2834 ნახვა

ცესკოს შემადგენლობა იცვლება. საარჩევნო ადმინისტრაცია ახალი წესითა და შემადგენლობით დაკომპლექტდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმის გამოქვეყნების მომდევნო დღიდან, ძალაში შედის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე ხდება დამოკიდებული.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, როგორც ცესკოში, ასევე ყველა ქვედა დონის საარჩევნო კომისიაში პარტიების მიერ დასანიშნი წევრების რაოდენობა შვიდი წევრიდან 6-წევრამდე შემცირდა. სწორედ ამ ექვსი წევრიდან ცესკოში სამი წევრი ”ქართულ ოცნებას” ეყოლება, თითო-თითო წევრს კი ”ნაციონალურ მოძრაობა”, ”ევროპული საქართველო” და ”პატრიოტთა ალიანსი” დანიშნავს. ამჟამად 13-კაციან ცესკოში პარტიული კვოტით შვიდი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია დანიშნული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი