მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი ერთმანეთს შეეჯახა

06 ნოემბერი 2017, 00:00 4838 ნახვა

ავარია მოხდა ბათუმში. თვითმხილველების განცხადებით, ლუკა ასათიანის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეჯახების დროს ერთი პირი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი