რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტი კი 45 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა ამ ფონზე, ყველაზე მცირე თანხა დაემატა ჯანდაცვის სამინისტროს, სულ 12 165 ლარი, ყველაზე მეტი 19 მილიონი კი ეკონომიკას.
ამასთან მცირდება ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. თუმცა გაზრდილია სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამებისთვის გათვალისწინებული თანხების ოდენობა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ მესამე სექტორში.