ხელვაჩაურის გზა მოძრაობის მარეგულირებლების გარეშე

31 ოქტომბერი 2017, 00:00 2620 ნახვა

ე.წ. ჭკვიანი კამერები სავარაუდოდ ხელვაჩაურში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზეცაა დამონტაჟებული, თუმცა აქ კამერებით ჯარიმები შუქნიშნის წითელ ფერზე გავლისთვის არ დაიწერება, რადგან მარეგულირებლები საერთოდ არ არსებობს.

მაღალი ინტენსივობის მოძრაობის მიუხედავად, ასევე შუქნიშნები არაა დამონტაჟებული მახინჯაურშიც. ამასთან ხელვაჩაურში არ არსებობს ტროტუარები, შესაბამისად სახიფათოა გადაადგილება ქვეითებისთვის. რატომ არ დარჩა თანხა მერიას ქვეითების და მძღოლების უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის და ამ კუთხით ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში