''მის საქართველოს'' კონკურსი

30 ოქტომბერი 2017, 00:00 4004 ნახვა

სილამაზის კონკურსისა და მოდის კვირეულის შემდეგ, რისთვისაც 90 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა, ბათუმის მერია “მის საქართველო 2017”-ის ორგანიზებას დააფინანსებს. ტენდერში შპს “გოინგ ფორვარდმა” გაიმარჯვა, მიმწოდებელმა სილამაზის კონკურსის ორგანიზება 42 ათას ლარად უნდა უზრუნველყოს.

ამასთან, ამავე კონკურსისთვის 40 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული აჭარის განათლების სამინისტროსაც. სამოქალაქო საზოგადოება ბიუჯეტის განმკარგველებს აკრიტიკებს, ქალაქის მთავრობაში კი კომენტარს არ აკეთებენ, ჩვენთან საუბარი არ ისურვეს არც კონკურსის ავტორებმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი