შესაძლოა ციტრუსის მოსავალი, ახალ საექსპორტო ბაზრებზე გავიდეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში წელს, ციტრუსის კარგ მოსავალს ელოდებიან. როგორც მინისტრი ამბობს, თუკი ციტრუსი არ დაისეტყვა, აჭარის რეგიონი საექსპორტოდ, სტანდარტულ 35-დან 40 000 ტონამდე მოსავალს აიღებს.
მესხიძის ინფორმაციითვე, არსებულ ბაზრებს, სადაც ამ დროისთვის საქართველოდან ციტრუსი ექსპორტზე გადის, შესაძლოა, კიდევ სხვა ბაზრები დაემატოს. შესაბამისად, ავთანდილ მესხიძის თქმით, ბაზრის პრობლემა არ დადგება. რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, მინისტრის განმარტებით, რეგიონში ყველა მეციტრუსეს შესაბამისი პრეპარატი დაურიგდა და ეს პროცესი ამდრომდე გრძელდება.