საბავშვო ბაღები ბათუმში, რომლებიც ეზოების გარეშეა. ასეთი ზღვისპირა ქალაქში სულ ორი ობიექტია. ორივე საცხოვრებელ კორპუსშია განთავსებული, სადაც პატარები ყოველდღიურად თითქმის 8 საათს ატარებენ. ისინი აღმზრდელებს სასეირნოდ საბავშვო ბაღების მიმდებარედ სკვერებში გაჰყავთ. სკოლამდელ დაწესებულებებში გამოსავალი სწორედ ამ ფორმით იპოვეს.
#1 და #2 ბაღში 9 ასაკობრივი ჯგუფი და 58 თანამშრომელია. ბაღების გაერთიანებაში არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ შესაძლოა ორივე სკოლამდელი დაწესებულება გაერთიანდეს და ახლა მისამართზე გადავიდეს.