საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. მესამე სექტორის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ კვალიფიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ჯამში შემოწირულობების სახით 4 თვის განმავლობაში 10 მილიონ 319 ათას 998 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს.
აქედან როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ 93% მმართველმა პარტიამ მიიღო. ეს თანხები კი როგორც არასამათავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ 12-ჯერ აღემატება დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტისთვის შეწირულ თანხას. თანხა პარტიებს როგორც იურიდიულმა ისე ფიზიკიკურმა პირებმა შეწირეს. 32 იურიდიული პირიდან 31-მა კი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის სასარგებლოდ მიიღო.