სოფელ ფაჩხაში აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში შესვლის საშუალებას არ აძლევენ

19 ოქტომბერი 2017, 00:00 2117 ნახვა

  ხულოში, სოფელ ფაჩხის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია დღეს გამგეობის ეზოში გამართა. აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში შესვლის საშუალებას მესამე დღეა  არ აძლევენ.  

მოქალაქეები კუთვნილ 16 ათას ლარს ინდმეწარმე ქებული აბაშიძისგან ითხოვენ. ამბობენ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობაზე მუშაობდნენ, ხელფასი კი ამ დრომდე არ მიუღიათ.

სოფელ ფაჩხის მკვიდრის ჟუჟუნა მახარაძის ინფორმაციით, ქებული აბაშიძე მოსახლეობას შეხვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო.

ქებული აბაშიძე ჩვენს სატელეფონო ზარებს მეორე დღეა არ პასუხობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი