ძეგლის დაცვის ზონაში, ძველ ბათუმში, მორიგი ისტორიული სახლის დანგრევა და ახლის მშენებლობა იგეგმება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს ოფიციალურად ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა საზოგადოება “ბათომის” წევრები ეჭვობენ, რომ საკითხი კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდება და ბათუმის ისტორიული იერსახე დამახინჯდება.
“პროგრესს სიტი,” ანუ კომპანია, რომელიც ნებართვას ითხოვს, 9 თვის წინ დარეგისტრირდა, თანადამფუძნებელი გიორგი ბიწაძეა, მან ბოლოს მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს შეწირა.