აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირი დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამადე სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დაღუპულების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
გმირებს პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა. დაკრძალვას ესწრებოდნენ დაღუპულების ოჯახის წევრები. მათ დღეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა.