ჩაისუბანში ერთი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

16 ოქტომბერი 2017, 00:00 4701 ნახვა

ქობულეთში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. ჩაისუბანში ერთი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. კონცელიძეები გვიან ღამით ახლობლებთან გაიყვანეს.

სოფელ დაგვაში სახლთან ახლოს, ეზოში მიწის მასა ჩამოწვა. ამ ეტაპზე ოჯახს საფრთხე ემუქრება. პრობლემებია ქობულეთში შიდა სასოფლო გზებზე. რამდენიმე მონაკვეთზე ღამით მეწყერი ჩამოწვა. 

შეზღუდვებია ელექტრო მომარაგებაში. 6 სოფელს შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება. პრობლემებია სასმელი წყლის მიწოდების კუთხითაც. სოფელ ციხისძირში მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში